პერსონალური უნია

პერსონალური უნია
იურიდიულად არ წარმოადგენს სახელმწიფოთა გაერთიანებას. ამ შემთხვევაში უზენაესი სახელმწიფო ხელისუფლების მატარებელს, იქნება ეს მეფე თუ თავადი, სხვა სახელმწიფოში ისეთივე მდგომარეობა უჭირავს, როგორც მისსავე სახელმწიფოში. თუ მხედველობაში არ მივიღებთ ამ გარემოებას, პერსონალურ უნიაში შემავალი სახელმწიფოები, სახელმწიფო-სამართლებრივი აზრით, არიან აბსოლუტურად დამოუკიდებელი.
Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»